აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.
სარდლობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების ბრძანება შაბათს გასცა. იერიშები 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული თავდასხმის პასუხია.
დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.
"ჩვენი გზავნილი კვლავ მტკიცეა: თუ ჩვენს მებრძოლებს ზიანს მიაყენებთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გიპოვით და მოგკლავთ, რამდენადაც არ უნდა სცადოთ სამართლიანობისგან თავის დაღწევა"- აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.
